თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2015 წლის 31 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს შიდა სახელმწიფო ვალის მოცულობამ 2.203 მილიარდი ლარი შეადგინა. წლის დასაწყისიდან შიდა სახელმწიფო ვალი თითქმის 305 მილიონი ლარით გაიზარდა.
ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საერთო თანხიდან, სახაზინო ფასიანი ქაღალდების ვალი 1,615 მილიარდ ლარს შეადგენს.
მათ შორის 12 თვიანი სახაზინო ვალდებულებები 414 მილიონი ლარია, 2 წლიანი სახაზინო ობლიგაციები — 561,3 მილიონი ლარი, 5 წლიანი სახაზინო ობლიგაციები — 535 მილიონ ლარზე მეტი, 10 წლიანი სახაზინო ობლიგაციები- 135 მილიონი ლარი.
ვალი სხვა ფასიან ქაღალდებზე 558 მილიონი ლარია. მათ შორის: ეროვნული ბანკისათვის სახელმწიფო ობლიგაციები - 401 მილიონი ლარი, სახელმწიფო ობლიგაციები ღია ბაზრის ოპერაციებისათვის — 157 მილიონი ლარი.
აღნიშნული მონაცემები არ მოიცავს ე.წ. ისტორიულ ვალს (მოსახლეობის ანაბრებს სსრკ-ს —პერიოდში).