თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. "ვიზიტორები რუსეთიდან გამოირჩევიან მაღალი მხარჯველუნარიანობით და 2015 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში მათმა მთლიანმა დანახარჯმა ქვეყნის ეკონომიკაში 756 733 318 ლარი შეადგინა" — განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სამშაბათს, 15 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე.
2015 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში 15% გაიზარდა რუსეთიდან ვიზიტორების რიცხვი და შეადგინა 642 934 ვიზიტორი. რუსეთიდან ვიზიტორთა რიცხვის ზრდა განპირობებულია რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წელს შემწყდარი პირდაპირი რეგულარული ავიარეისების აღდგენით, თვლის მინისტრი.
„2015 წლის იანვარ-აგვისტოში 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რუსეთის მიმართულებით მგზავრთნაკადი 92 %-ით გაიზარდა" — განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.