თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ჟურნალ National Geographic-ის 125 წლისთავთან დაკავშირებით, 21-28 სექტემბერს თუშეთის მთებში Hakuna Matata Expeditions-ის ექსკლუზიური ექსპედიცია გაემგზავრება, აღნიშნულია ორგანიზატორების ვებგვერდზე.
პროექტი Hakuna Matata Expeditions პროფესიონალი მოგზაურების, სპორტსმენების, არქეოლოგებისა და გეოგრაფების ჯგუფია, რომლებიც მთელს მსოფლიოში ექსპედიციებთან ერთად მოგზაურობენ.
თუშეთის მაღალმთიან რეგიონში National Geographic-ის რუსი ფოტოგრაფი ვიქტორ ლიაგუშკინი ღია დაზვერვით ექსპედიციას აწყობს, რომელიც მსოფლიოში თავისი „წყალქვეშა“ და გამოქვაბულების გადაღებებითაა ცნობილი.
თუშეთის მთებში ექსპედიცია 20 მსურველის წაყვანას აპირებს.
ტურის ფარგლებში დაგეგმილია თუშეთის მთებში ასვლა, თორღვას გოგირდის აბანოების მონახულება, ექსკურსია მაღალი გამავლობის ავტომანქანებით, მათ შორის ზღვის დონიდან 2600 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ევროპაში ყველაზე მაღალი სოფელ ბოჭორნა დათვალიერება.
ექსპედიციის დასასრულს, გათვალისწინებულია თბილისში ექსკურსია გიდის თანხლებით (ტრანსპორტის გარეშე, ფეხით), ასევე ტრადიციული ქართული სუფრისა და ეროვნული სასმელების დეგუსტაცია.
ლიაგუშკინი National Geographic-ის, Nikon Ambassador-ის, Subal Pro Team Member-ის მუდმივი ფოტოგრაფია, ასევე ავტორია მსოფლიოს ცნობილ ჟურნალებში გამოქვეყნებული პუბლიკაციებისა და რეპორტაჟებისა.
ლიაგუშკინი პროფესიით მხატვარ-დეკორატორია. არის წიგნების ავტორი და მრავალი საერთაშორისო ფოტოკონკურსების გამარჯვებული, ასევე ლაურეატია ნაციონალურიპრემიისა „წყალქვეშა სამყარო“.
„ჩვენი მოგზაურობის მონაწილეები შეძლებენ თვალი ადევნონ ექსპედიციის მუშაობას, მოუსმინონ ამბებს ადრინდელი ექსპედიციების შესახებ, დაათვალიერონ ფოტოები, დასვან ნებისმიერი კითხვა და თავგადასავლების სული შეიგრძნონ, რომლითაც გაჟღენთილია National Geographic-ის თითოეული მასალა“, — აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.
ექსპედიციის დროს ლიაგუშკინი ექსპედიციის მონაწილეებს უამბობს თუ როგორ მუშაობენ National Geographic-ის ფოტოგრაფები, გაუზიარებს მათ თავისი საქმიანობის ტექნიკურ დეტალებს, ყველაზე საინტერესო პროექტებს და თავისი ექსპედიციის მთავარ მიზნებს.
ექსპედიციაში მონაწილეთა რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: http://goo.gl/forms/kd6dLWSmu1.