მერაბ მამარდაშვილმა საზოგადოებრივი ცნობიერება გამოაღვიძა

© courtesy of Merab Mamardashvili Foundationმერაბ მამარდაშვილის ძეგლი თბილისში
მერაბ მამარდაშვილის ძეგლი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, მისი უკომპრომისო, '‘შეუძლებლის შეძლებისათვის’' მებრძოლი ფიგურა კვლავ მრავალი თაობისთვის დარჩება ცხოვრების ერთ-ერთ უმთავრეს ორიენტირად.

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ძნელია შეაფასო ის როლი, რაც მერაბ მამარდაშვილმა საქართველოს უახლეს ისტორიაში ითამაშა, დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველშვილმა საციალურ ქსელ Facebook-ის  თავის გვერდზე, ფილოსოფოსის იუბილესთან დაკავშირებით.

 „ძნელია სათანადო პატივით აღწერო და შეაფასო ის როლი, რაც დიდმა ფილოსოფოსმა საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე დრამატულ გარდაქმნათა პერიოდში ითამაშა საზოგადოებრივი ცნობიერების გამოღვიძების, თავისუფლებისადმი ძალისხმევის გაღვივების, ღირსეული მომავლის დასახვისთვის“, — ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. 

 როგორც სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, მისი უკომპრომისო, '‘შეუძლებლის შეძლებისათვის’' მებრძოლი ფიგურა კვლავ მრავალი თაობისთვის დარჩება ცხოვრების ერთ-ერთ უმთავრეს ორიენტირად.

მერაბ მამარდაშვილი — ქართველი ფილოსოფოსი, მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი.

 დაიბადა გორში. 1955 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. 1968-1987 წლებში სამეცნიერო ჟურნალის «Вопросы философии“ მთავარი რედაქტორის მოადგილე, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მოსკოვის ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელია.

 1987-1990 წლებში მამარდაშვილი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის ბუნებისმეტყველების ფილოსოფიის განყოფილების გამგეა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისპროფესორი. სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა გერმანიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში.

 გერმანული ფილოსოფიის (განსაკუთრებით იმანუელ კანტის) გავლენის მუშაობდა აღქმის რაციონალისტურ თეორიაზე. მნიშვნელოვანია მისი წვლილი მეცნიერების ფილოსოფიაშიც. გამოქვეყნებული აქვს მარსელ პრუსტის შემოქმედების კვლევები.

 ფილოსოფოსი 1990 წელს ვნუკოვოს აეროპორტის ტერმინალში გულის შეტევით გარდაიცვალა.


ყველა ახალი ამბავი
0