რაკეტმზიდ „პროტონის“ სტარტის კადრები

გამოწერა
რაკეტმზიდმა „პროტონ–ემმა“ ორბიტაზე კავშირის ახალი რუსული თანამგზავრი „ექსპრეს ა–ემ8“ . იხილეთ კადრები ბაიკანურის კოსმოდრომიდან.

რაკეტმზიდმა „პროტონ–ემმა“ ორბიტაზე კავშირის ახალი რუსული თანამგზავრი „ექსპრეს ა–ემ8“. იხილეთ კადრები ბაიკანურის კოსმოდრომიდან. 

„პროტონის“ სტარტი დადგენილ დროს განხორციელდა.  ამაჩქარებელი ბლოკი „ბრიზ–ემი“ თანამგზავრთან ერთად გამოეყო რაკეტმზიდ „პროტონ–ემის“ მესამე საფეხურს, განაცხადა როსკოსმოსის წარმომადგენელმა.   

„ექსპრეს ა–ემ8“ გაყვანილია გამოთვლილ ორბიტაზე და მოგვიანებით თანდათან გადაინაცვლებს გეოსტაციონარზე დგომის გათვლილ წერტილში“, — დაამატა მან. 

ეს მიმდინარე წლის მაისში მომხდარი ავარიის შემდეგ „პროტონის“ მეორე გაშვებაა. პირველი გაშვება 28 აგვისტოს განხორციელდა, როდესაც „პროტონმა“ ორბიტაზე ბრიტანული კოსმოსური აპარატი „ინმარსატ–5ეფ3“ გაიყვანა. 

„ექსპრეს ა–ემ8“ — ეს ახალი რუსული კოსმოსური აპარატია, რომლის დანიშნულებაცაა ტელერადიომაუწყებლობის, მონაცემთა გადაცემების, საპრეზიდენტო და სამთავრობო კავშირების, ტელეფონიის, მოძრავი კავშირის უზრუნველყოფა დასავლეთ და ცენტრალური რუსეთის, ევროპის ქვეყნებისა და სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიებზე. თანამგზავრი შექმნილია ფედერალური პროგრამის „ტელერადიომაუწყებლობის განვითარება რუსეთის ფედერაციაში 2009–2015 წლებში“ ფარგლებში. 

ყველა ახალი ამბავი
0