ოჯახურ დანაშაულში ბრალდებულებს რეაბილიტაციის კურსის გავლა მოუწევთ

© facebook.com/Margvelashviliსქართველოს პარლამენტი
სქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2014 წელს ოჯახური ძალადობის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, ამასთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, ძალადობის ეს ფორმა ცალკე დანაშაულის ტიპად გამოიყო.

თბილისი. 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი ამზადებს ნორმას, ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულ დამნაშავეთა რეილიტაციაზე, განუცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ გაზეთ „რეზონანსს“. 

2014 წელს ოჯახური ძალადობის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, ამასთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, ძალადობის ეს ფორმა ცალკე დანაშაულის ტიპად გამოიყო. ახალი ნორმა ოჯახური ძალადობის განმახორციელებელ პირთა აუცილებელი რეაბილიტაციის შესახებ, გაჩნდება კანონში „ოჯახური ძალადობის აღკვეთის, მის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“.  კანონში განისაზღვრება ტერმინი, რომელიც გულისხმობს მოძალადის აუცილებელ რეაბილიტაციას“, — თქვა მაღრაძემ. 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო კონკურსის შედეგებით, რომელშიც ქართველი და უცხოელი სპეციალისტები მიიღებენ მონაწილეობას, შეიმუშავებენ რეაბილიტაციის სპეციალურ პროგრამას. 

საქართველოს პარლამენტი უახლოეს დღეებში დაიწყებს კანონპროექტის განხილვას.


ყველა ახალი ამბავი
0