საქართველო პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობის რეიტინგში ლიდერია

გამოწერა
საქართველომ აშშ-ზე (67 ქულა), დიდ ბრიტანეთსა (52 ქულა) და მსოფლიო სხვა ქვეყნებზე უკეთესი შედეგი აჩვენა. რეიტინგში რუსეთს, 51 ქულით, მე-20 ადგილი უჭირავს.

თბილისი, 15 სექტმბერი — Sputnik. ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების Global Integrity-სა და Sunlight Foundation-ის მიერ შედგენილ რეიტინგში,რომელიც 2013 წლის იანვრიდან 2014 წლის ივლისის ეპრიოდს მოიცავს, საქართველომ პოლიტიკური ფინანსების (Money, Politics and Transparency) გამჭვირვალობის კუთხით პირველი ადგილი დაიკავა, იუწყება სახელმწიფო აუდიტის სამსახური.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც რეგულარულად ახორციელებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური ფინანსების რეგულირებისა და გამჭირვალობის საკითხის შეფასებას, საქართველოს 79 ქულა მიანიჭა. ამ მონაცემით საქართველომ დაიმსახურა უფრო უკეთესი შეფასება, ვიდრე აშშ-ის (67 ქულა),  დიდი ბრიტანეთისა (52 ქულა) და სხვა ქვეყნების პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის სისტემებმა. რეიტინგში რუსეთს, 51 ქულით, მე-20 ადგილი უჭირავს.

Global Integrity 4 ეტაპიანი შეფასების პროცესს ახორციელებს, რომელიც გულისხმობს როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებთან ინტერვიუებს, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებებს, რის შემდგომაც თავად ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ ხორციელდება მიღებული ინფორმაციის გადამოწმება და შეფასება.

სამუშაო ჯგუფი დაკომპლექტებულია საერთაშორისო დონის ექსპერტებით პოლიტიკური ფინანსების კუთხით, რომლებიც ამზადებენ სახელმძღვანელოებსაა და რეკომენდაციებს პოლიტიკური ფინანსების რეგულირებისა და პოლიტიკური კორუფციის აღმოფხვრის მიზნით.

 


ყველა ახალი ამბავი
0