რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ჟენევის დისკუსიები 6–7 ოქტომბერს გაიმართება

© Sputnik / STRINGERრუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაცით, უკვე გაიმართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინისა და ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების კონსულტაციები საზღვრებთან არსებულ სიტუაციებთან დაკავშირებით.

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე ჟენევის დისკუსიების მომდევნო რაუნდი 6–7 ოქტომბერს გაიმართება, იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

სამშაბათს გაიმართა გრიგორი კარასინისა და ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების — სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ჰერბერტ ზალბერგის, გაეროს წარმომადგენლის ანტი ტურუნენისა და ასევე ეუთოს თავმჯდომარის სპეცწარმომადგენლის ანჟელო გნედინგერის კონსულტაციები. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ კონსულტაციები შეეხებოდა საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან საზღვრებზე არსებულ ვითარებას. 

ჟენევის დისკუსიები 2008 წლის ოქტომბრიდან ტარდება. დღეისათვის ეს აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის დიალოგის ერთადერთი ფორმატია. მათ გარდა, დისკუსიებში მონაწილეობენ რუსეთის, აშშ–ისა და ასევე გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები. 

 

ყველა ახალი ამბავი
0