საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები ზამთრის სეზონისთვის ემზადებიან

© photo: Sputnik / Vakho Naverianiსვანეთი
სვანეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2015-2016 წლების ზამთრის სეზონზე პირველი კურორტი გოდერძის უღელტეხილზე, რომელიც აჭარას სამცხე-ჯავახეთთან აკავშირებს, სავარაუდოდ, 5-6 დეკემბერს გაიხსნება.

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მთის კურორტებმა ზამთრის სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყეს. კურორტები დეკემბრის დასაწყისში გაიხსნება. ამის შესახებ ქართული მედია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებული „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.

2015-2016 წლების ზამთრის სეზონზე პირველი კურორტი აჭარა-სამცხე-ჯავახეთის დამაკავშირებელ გოდერძის უღელტეხილზე, სავარაუდოდ, 5-6 დეკემბერს გაიხსნება.

უღელტეხილზე უკვე მზადაა 35-ადგილიანი სასტუმრო და სამთო-სათხილამურო ტრასისთვის აუცილებელი აღჭურვილობა. გარდა ამისა, აჭარის მთავრობა 70 ადგილზე გათვლილი 7 კოტეჯის მშენებლობას ასრულებს.

პოპულარული კურორტი გუდაური დეკემბრის შუა რიცხვებში გაიხსნება. გუდაურში ახალ სეზონზე კვლავ ჩატარდება ჰელი-სკი — სამთო-სათხილამურო სპორტის ნაირსახეობა, რომლის არსიც მთაზე ვერტმფრენით ასვლა და უკან მომზადებული ტრასებიდან შორს, გაუკვალავი გზით დაშვებაა.

ბაკურიანი ტურისტებისთვის სიახლეს ამზადებს — დიდველის ტრასაზე 19 დეკემბრამდე რელსებზე სამთო მარხილების მონტაჟი დასრულდება, ხოლო კოხტას მთაზე საბაგირო გზა 27 დეკემბერს გაიხსნება.

ბაკურიანის ტერიტორიაზე, კურორტ მიტარბში, სამშენებლო სამუშაოები გრძელდება, რომელიც 2016 წლის დეკემბრის ბოლოს დასრულდება. 2016 წლის აპრილში იქ საბაგირო გზა უკვე მზად იქნება. გარდა ამისა, ააშენებენ სასტუმროებსა და რესტორნებს.

იმ შემთხვევაში, თუ სეზონის დასაწყისისთვის გუდაურსა და ბაკურიანში თოვლი არ იქნება, ტერიტორიას ხელოვნურად გაათოვლიანებენ.


ყველა ახალი ამბავი
0