თბილისში საქართველო–რუსეთს შორის ლიტერატურულ კავშირებზე იმსჯელებენ

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონფერენცია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსულ-ქართული ლიტერატურული და კულტურული ურთიერთოების განხილვას მიეძღვნება.

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. თბილისში 17-20 სექტემბერს საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „რუსეთ-საქართველო იმპერიის შემდეგ: კულტურულ-ლიტერატურული ასპექტები“ ჩატარდება, იტყობინებიან ღონისძიების ორგანიზატორები.

კონფერენცია რურსკის უნივერსიტეტის (გერმანია) სლავური ლიტერატურის კათედრისა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სლავისტიკის მიმართულების ინიციატივით იმართება.

კონფერენცია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსულ-ქართული ლიტერატურული და კულტურული ურთიერთოების განხილვას მიეძღვნება.

კონფერენცია 17 სექტემბერს თსუ-ის პირველ კორპუსში, 10:00 საათზე გაიხსნება. გახსნაში მონაწილეობენ ფილოლოგები საქართველოდან, რუსეთიდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, პოლონეთიდან და აშშ-იდან.

კონფერენციის მონაწილენი განიხილავენ ისეთ თემებს, როგორებიცაა ქართველი და რუსი ავტორების ნაწარმოებებში მენტალობისა და იდენტურობის საკითხები, პოსტსაბჭოთა საომარი კონფლიქტები ლიტერატურაში, თეატრში, კინოში, ასევე იმსჯელებენ პოსტსაბჭოთა ნოსტალგიის თემაზე და საერთო ისტორიისა და ერთმანეთზე წარმოდგენის „გადახედვაზე“. 

კონფერენცია რუსულ ენაზე მრგვალი მაგიდის ფარგლებში წარიმართება. კონფერენციის დასრულების შემდეგ დაგეგმილია ამავე დასახელების კრებულის გამოცემა, რომელშიც გამოქვეყნდება კონფერენციის მონაწილეთა სტატიები და მოხსენებები. 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0