მუფთების საბჭო: ტრაგედია მექაში იშვიათი ქვიშის ქარიშხლის გამო დატრიალდა

© RIA Novostiმექა
მექა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მუფთების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ ყველა რუსი მომლოცველი - დაახლოებით 12 ათასი ადამიანი - წელს მშვიდობიანად ჩავიდა წმინდა მიწაზე და უკვე მალე შეუდგებიან უშუალოდ ხაჯის რიტუალს.

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. მექაში პარასკევს მომხდარი ინციდენტის მთავარი მიზეზი, რომელსაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა თან, ქვიშის ქარიშხალი გახდა, განაცხადა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის მუფთების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ რუშან აბიასოვმა სამშაბათს, 15 სექტემბერს.

მექაში პარასკევს, 11 სექტემბერს ალ-ჰარამის მეჩეთს ამწე დაეცა. ბოლო მონაცემებით, 107 ადამიანი დაიღუპა, 238 — დაშავდა.

 „ეს ყოველივე ქვიშის ქარიშხლისა და ძლიერი ქარის გამო მოხდა. აიფონებზე, ტელეფონებზე ჩაწერილი და სოციალურ ქსელებში გავრცელებული კადრები — ეს რა თქმა უნდა, საშინელებაა, რაც იქ ხდებოდა. ასეთი ქვიშის ქარიშხლები 30-40 წელიწადში ერთხელ ხდება, როცა ზუსტად ორ-სამ წუთში შუადღე შუაღამედ იქცევა, ყველაფერი ბნელი და შავი ხდება“, — განაცხადა აბიასოვმა.

მუფთების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ ყველა რუსი მომლოცველი — დაახლოებით 12 ათასი ადამიანი — წელს მშვიდობიანად ჩავიდა წმინდა მიწებზე და ისინი უკვე მალე შეუდგებიან უშუალოდ ხაჯის რიტუალს. „დღეს რუსეთიდან ერთ-ერთი ბოლო ჯგუფი მიფრინავს. უზენაესს ვევედრებით, რომ 2015 წლის ხაჯის სეზონმა ექსცესებისა და ტრაგედიების გარეშე ჩაიაროს“, — დასძინა მან.


ყველა ახალი ამბავი
0