თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. 4,7 ბალიანი მიწისძვრა მოხდა ოთხშაბათს, ყარაჩაევო-ჩერქეზეთში, აცნობა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ რეგიონის საგანგებო სამსახურმა.
„დასახლებულ პუნქტ დომბაიდან სამხრეთ-დასავლეთით 10 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირებულია 4,7 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები. ეპიცენტრი საქართველოში იყო — რუსეთის საზღვრიდან 3 კილომეტრში“, — უთხრა წყარომ სააგენტოს.
მისი თქმით, 2-3 ბალის მიწისქვეშა ბიძგები ჩერკესკშიც იგრძნობოდა და კარაჩაევსკშიც. წინასწარი მონაცემებით არავინ დაშავებულა.