კინოცენტრმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ სცენარზე კონკურსი გამოაცხადა

© photo: Sputnik / Artem Zhitenev / გადასვლა მედიაბანკშიბაბინა ძველი კინოფირით
ბაბინა ძველი კინოფირით - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონკურსის გამარჯვებული ან გამარჯვებულნი საექსპერტო კომისიის დასკვნის საფუძველზე დაფინანსდებიან 15 ათასი ლარის ოდენობით ყოველ პროექტზე. საკონკურსო ფონდი 75 ათას ლარს შეადგენს.

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს კინომატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა კონკურსი გამოაცხადა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარის განვითარების დაფინანსების მიზნით.

 საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, ქვეყნის დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ 3 წელი იარსება.  ქვეყნის დამოუკიდებლობა 1991 წელს აღდგა. 

 კონკურსის პირობებით, ავტორებს აქვთ თავისუფლება თემის, ჟანრის, ეპოქის არჩევაში (დღევანდელობის ჩათვლით).

 „შესაძლებელია როგორც ლიტერატურული ნაწარმოების ადაპტაცია, ასევე ისტორიული ფაქტის ასახვა რეალურ თუ შეთხზულ, ცნობილ თუ უცნობ გმირთა თავგადასავალი. მთავარია აისახოს ადამიანის მსახურება იდეალისადმი“,- ნათქვამია კინოცენტრის ინფორმაციაში. 

 როგორც კინოცენტრში აღნიშნეს, კონკურსში მონაწილეობის უფლება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს ან საქართველოში დარეგისტრირებულ იურიდიულ პირს. პროექტის განაცხადი კინოცენტრში პროდიუსერმა უნდა წარადგინოს, რომელიც გადასახადის გადამხდელია. ეს შესაძლოა იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი. 

 კონკურსის გამარჯვებული ან გამარჯვებულნი საექსპერტო კომისიის დასკვნის საფუძველზე დაფინანსდებიან 15 ათასი ლარის ოდენობით ყოველ პროექტზე. საკონკურსო ფონდი 75 ათას ლარს შეადგენს.  დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება კინოცენტრის გვერდზეა შესაძებელი. 

 პროექტების შეტანის ბოლო ვადა 2015 წლის 10 ნოემბერის 17:00 საათია. 


ყველა ახალი ამბავი
0