ევროკავშირის დადგენილება სანქციების ვადის გაგრძელების შესახებ ძალაში სამშაბათს შევა

© photo: Sputnik / Vladimir Sergeev / გადასვლა მედიაბანკშირუსეთისა და ევროკავშირის დროშები
რუსეთისა და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებული დადგნილება 2016 წლის მარტამდე რუსეთისა და უკრაინის იურიდიული და ფიზიკური პირებისთვისინდივიდუალური სანქციების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ, ძალაში სამშაბათს შევა.

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. ევროკავშირის საბჭოს მიერ ორშაბათს მიღებული დადგენილება 2016 წლის მარტამდე ინდივიდუალური სანქციების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ რუსეთისა და უკრაინის იმ იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის, რომლებსაც ევროკავშირი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ გატარებული პოლიტიკის თამანონაწილედ მიიჩნევს, ძალაში 15 სექტემბერს შევა, ევროკავშირის წყაროზე დაყრდნობით რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება.  

„დადგენილება ძალაში 15 სექტემბერს, ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების შემდეგ შევა ძალაში“, — აცხადებს წყარო.

ორ სექტმბერს ევროკავშირის წევრი-ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების საბჭომ ნახევარი წლით — 2016 წლის მარტამდე — გააგრძელა რუსეთისა და უკრაინის იურიდიული და ფიზიკური პირების წინააღმდეგ ინდივიდუაალური სანქციების მოქმედების ვადა, რომელიც ძალაში 15 სექტემბრიდან შევა.

 


ყველა ახალი ამბავი
0