თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. შემდეგი ორი წელი დაკვირვებების მთელი ისტორიის განმავლობაში შეიძლება ყველაზე ცხელი იყოს, აღნიშნულია ბრიტანეთის მეტეოროლოგიური ბიუროს მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში.
საშუალო ტემპერატურის აწევა განპირობებულია ნახშიროჟანგის ამოფრქვევების გაზრდის შედეგებით ბუნებრივ ოკეანურ პროცესებთან ერთობლიობაში. მთავარი ამ პროცესებიდან ე. წ. ელ ნინიოა — წყნარი ოკეანის ეკვატორიულ ნაწილში წყლის ზედაპირული შრის ტემპერატურის გაზომვა, როცა გამთბარი წყლის ნაწილი აღმოსავლეთს ერწყმის. ელ-ნინიო, რომლის ციკლიც, საშუალოდ, ხუთ წელს შეადგენს, არსებით გავლენას ახდენს კლიმატზე და ადრე გვალვიან რეგიონებში წვიმის, ხოლო წვიმიან ადგილებში — გვალვის მიზეზი ხდება.
ამასთან, მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ სხვა პროცესები მიმდინარეობს ატლანტიკის ოკეანეში, ასე რომ, მთელი კითხვა იმაშია, რომელი ტენდენცია აღმოჩნდება დომინანტური.
„ეს დედამიწის კლიმატისთვის მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტია, როცა ამდენი ცვლილება ერთდროულად ხდება“, — აღნიშნა პროფესორმა ადამ სკეიფმა.
ჯერჯერობით მეცნიერები პროგნოზირებენ, რომ 2015–2016 წლებში აზიასა და ავსტრალიაში გვალვა იქნება მაშინ, როცა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში ძლიერი წვიმებია მოსალოდნელი.
უახლოეს წლებში ზაფხული ევროპის ჩრდილოეთით, სავარუდოდ, გრილი იქნება. მეტეოროლოგების პროგნოზების თანახმად, ეს ზამთარი დიდ ბრიტანეთში რეკორდულად ცივი და თოვლიანიც კი შეიძლება აღმოჩნდეს.