პატრიარქმა ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ სტუდენტებს მიმართა

© photo: Sputnikსამების საკათედრო ტაძარი
სამების საკათედრო ტაძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში არსებულ ყველა სახელმწიფო საბავშვო ბაღში, სკოლასა და უმაღლეს სასწავლებელში ახალი სასწავლო წელი ორშაბათს, 14 სექტემბერს დაიწყო.

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, სტუდენტები და მოსწავლეები დალოცა.

საქართველოში არსებულ ყველა სახელმწიფო საბავშვო ბაღში, სკოლასა და უმაღლეს სასწავლებელში ახალი სასწავლო წელი ორშაბათს, 14 სექტემბერს დაიწყო.

„დღეს განსაკუთრებით ვლოცავთ ჩვენს ახალგაზრდობას… ჩვენი ახალგაზრდობა მრავალი პრობლემის წინაშე დგას… ყველას მინდა გთხოვოთ, მოერიდეთ ნარკოტიკებს, მოერიდეთ სასმელს, მოერიდეთ ბოროტი საქმის ჩადენას და ღმერთი დაგეხმარებათ“, — განაცხადა პატრიარქმა ქადაგებისას.

ილია მეორემ ახალგაზრდობას მოუწოდა, რომ მიუხედავად სიძნელეებისა და პრობლემებისა, პასუხისმგებლობის გრძნობა არ დაკარგონ. 

„ეს პასუხისმგებლობაა ღმერთის წინაშე, ერის წინაშე, საკუთარი თავის, ოჯახის  წინაშე, ამიტომ მზად უნდა იყოთ. ყოველი ადამიანი მზად უნდა იყოს განსაცდელისთვის და ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდეს“, — განაცხადა ილია მეორემ.

პატრიარქმა ცალკე მიმართა იმ ახალგზრდებს, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში ვერ ჩაირიცხნენ და მათ მოუწოდა, რომ იმედი არ დაკარგონ.

„ჩვენ არ უნდა დავკარგოთ იმედი, ეს ცხოვრება მრავალფეროვანია. აუცილებელი არაა, რომ ადამიანმა უმაღლესი სასწავლებელი დაამთავროს. ადამიანი თვითონაა თავისი თავის საუკეთესო მასწავლებელი“, — განაცხადა პატრიარქმა.

 


ყველა ახალი ამბავი
0