თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაზიანებული გზის ნაწილი აღდგენილია, იუწყება ორშაბათს, 14 სექტემბერს თბილისის მერია.
ამ ეტაპზე თამარაშვილის ქუჩიდან გმირთა მოედნისკენ მიმავალი გზა გაიხსნა. გზა უკანა მიმართულებით, ასევე გვირაბში საბურთალოს მიმართულებით, 15 სექტემბერს გაიხსნება.
როგორც მერიაში აღნიშნავენ, სარეაბილიტაციო სამუშაოები მთლიანად სექტემბერის ბოლოსთვის დასრულდება.
თბილისში დამანგრეველი წყალდიდობა 13 ივნისის ღამე მოხდა, ნაპირებიდან გადმოსულმა მდინარე ვერემ დატბორა საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, თამაზ ელიზაბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, დააზიანა ქალაქის ინფრასტრუქტურა. ოფიციალური მონაცემებით, 19 ადამიანი დაიღუპა, 300 — უსახლკაროდ დარჩა; მიყენებულმა ზარალმა დაახლოებით 90 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.