თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის 21 რეგიონში 13 სექტემბერს ჩატარებულ გუბერნატორთა არჩევნებზე ამომრჩეველთა საშუალო გამოცხადება 50%–ს აჭარბებდა, განაცხადა რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ლეონიდ ივლევმა ორშაბათს.
ივლევმა აღნიშნა, რომ 2013 წელს გუბერნატორთა არჩევნებისას ეს მაჩვენებელი 34,37%–ს შეადგენდა, ხოლო 2014 წელს — 46,25%–ს.
რუსეთის რეგიონებში ხმის მიცემის საერთო დღეს ყველა დონის დაახლოებით 11 ათასი არჩევნები ჩატარდა. სულ შეიცვლება სხვადასხვა დონის დაახლოებით 92 ათასი მანდატი. საარჩევნო კამპანია მოიცავს 84 სუბიექტს. არჩევნები არ ტარდება მხოლოდ ყაბარდო–ბალყარეთში. უმაღლესი თანამდებობის პირების არჩევნები ტარდება 23 სუბიექტში, აქედან 21–ში – პირდაპირი წესით. ორი რეგიონის ხელმძღვანელს საკანონმდებლო ორგანო აირჩევს.