კვირიკაშვილი: გაეროში რუსეთის დელეგაციასთან შეხვედრა არ იგეგმება

© photo: Sputnikგაეროს შტაბ–ბინა
გაეროს შტაბ–ბინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეროს გენერალური ასამბლეის 70–ე საიუბილეო სესია ნიუ–იორკში მდებარე გაეროს შტაბ–ბინაში, ოფიციალურად, 15 სექტემბერს გაიხსნება. ყოველწლიური დებატები 28 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.

თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. გაეროს გენერალური ასამბლეის 70–ე სესიაზე საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები რუსულ მხარესთან შეხვედრებს არ გეგმავენ, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

გაეროს გენერალური ასამბლეის 70–ე საიუბილეო სესია ნიუ–იორკში მდებარე გაეროს შტაბ–ბინაში, ოფიციალურად, 15 სექტემბერს გაიხსნება. ყოველწლიური დებატები 28 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს დელეგაცია, პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თაოსნობით, ნიუ–იორკში სექტემბრის ბოლოს გაემგზავრება.

„ჩვენ მრავალი შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი, მათ შორის პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე. თუმცა, რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრას არ ვგეგმავთ“, – განაცხადა კვირიკაშვილმა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში.

2008 წლის აგვისტოში  თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0