ჟურნალისტ თამარ კვირტიას გადაცემა „ბურჯი ეროვნებისა“ იმ პერიპეტიების გახსენებაა, რომელიც 1978 წელს ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის დასაცავად გამოსულ ახალგაზრდებს გადახდათ. გადაცემაში მონაწილეობენ იმ მოვლენების მონაწილე, აწ გარდაცვლილი მეცნიერები: რევაზ სირაძე და მიხეილ ქურდიანი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი გუჩა კვარაცხელია და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპოდენტი ავთანდილ არაბული.
ერის ღვთაებრივი საუნჯე