შსს–ს თანამშრომლებმა გარდაცვლილი კოლეგების შვილები სკოლამდე მიაცილეს

© police.geშს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი
შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შს მინისტრის გადაწყვეტილებით, სამინისტროს თანამშრომლებმა დაღუპული პოლიციელების შვილებს გურამ დოჩანაშვილის წიგნი „სამოსელი პირველი“ გადასცეს, თავად ავტორის და შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის სამახსოვრო წარწერებით.

თბილისი, 14 სექტემბერი –  Sputnik. შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა  შს სამინისტროს დაღუპული თანამშრომლის შვილს სასწავლო წლის დაწყება პირადად მიულოცა და სკოლაში მიაცილა, იტყობინება შს სამინისტროს პრეს–სამსახური ორშაბათს, 14 სექტემბერს.

ისანი–სამგორის რაიონის ინსპექტორ–გამომძიებელი ბექა მარგიშვილი თბილისში, მეტრო „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯავახეთის ქუჩაზე, 2015 წლის 4 აპრილს ჩაცხრილეს.

„ცხოვრებაში არის მომენტები, როდესაც ყველაზე მეტად გიჩნდება სურვილი, რომ მამა შენს გვერდით იყოს. სწორედ ამიტომ მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დღეს ჩვენი დაღუპული პოლიციელების შვილების გვერდით, ჩვენი პოლიციელები ყოფილიყვნენ“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული გიორგი ბერუაშვილის ქალიშვილი მარიამ ბერუაშვილი სკოლამდე მამის თანამეწყვილემ, გიორგი მახარაშვილმა მიაცილა.

ინსპექტორ–გამომძიებლებმა გიორგი ბერუაშვილმა და გიორგი მახარაშვილმა სასიკვდილო ჭრილობები 2015 წლის 23 იანვარს, ბორჯომში პატრულირებისას მიიღეს, როდესაც ერთმა მოქალაქემ მათ ცეცხლი გაუხსნა. ბერუაშვილი 7 თებერვალს გარდაიცვალა.

შს მინისტრის გადაწყვეტილებით, სამინისტროს თანამშრომლებმა დაღუპული პოლიციელების შვილებს, უფროსკლასელებს გურამ დოჩანაშვილის წიგნი „სამოსელი პირველი“ გადასცეს, თავად ავტორის და შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის სამახსოვრო წარწერებით, დაწყებითი კლასის მოსწავლეებს კი — სასკოლო ჩანთა, მაჯის საათი სიმბოლური წარწერით და სასკოლო ნივთები.

 


ყველა ახალი ამბავი
0