ავღანეთის საპატიმროდან 350 მსჯავრდებულზე მეტი გაიქცა

© photo: Sputnik / Andrey Stenin / გადასვლა მედიაბანკშიმსჯავრდებული
მსჯავრდებული - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ ტერორისტებმა დაცვის თანამშრომლები მოკლეს და ქალაქ გაზნის საპატიმროს მთავარ შესასვლელთან მანქანა ააფეთქეს.

თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. ავღანეთის ქალაქ გაზნის საპატიმროზე ტერორისტული ორგანიზაცია „თალიბანის“ ბოევიკების მიერ განხორციელებული თავდასხმისას, დაახლოებით 352 მსჯავრდებული გაიქცა, გაქცეულთა შორის 150–მდე რადიკალური მოძრაობის წევრია, იუწყება სააგენტო „როიტერი“ ქალაქ მოჰამედის პირველი პირის მოადგილის ალი აჰმადიზე დაყრდნობით.

წყაროს ინფორმაციით, ბოევიკები ავღანეთის შეიარაღებული ძალების ფორმებში იყვნენ გადაცმულნი.

ალი აჰმადის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად უსაფრთხოების სამსახურის ოთხი თანამშრომელი და შვიდი თავდამსხმელი ბოევიკი დაიღუპა.

როგორც მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენელმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა (Zabihullah Mujahid) განაცხადა, თავდასხმა ადგილობრივი დროით 2:00 სთ– ზე მოხდა. მისი განმარტებით, ბოევიკებმა წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფი ყევლა პატიმარი გამოუშვეს.

ადგილობრივი მედია საპატიმროში აღრიცხულ პატიმართა ზუსტ რიცხვს არ აცრცელებს.

ავღანეთის ტერიტორიაზე რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ მოქმედებს, რომლის წინააღმდეგაც ძალოვანი სტრუქტურები შეიარაღებულ სპეცოპერაციებს აწარმოებენ. ამ შეტაკებების მსხვერპლი ხშირად მშვიდობიან მოსახლეობა ხდება.

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0