საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ლიტველებთან დამარცხდა

© photo: Sputnik / Alexey Filipov / გადასვლა მედიაბანკშიკალათბურთი
კალათბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრები გამარჯვების შანსს ფინალურ სასტვენამდე ინარჩუნებდა, მაგრამ წარმატებული დასასრულის იმედი იონა მაჩიულისმა „დამარხა“, როდესაც შეხვედრის დამთავრებამდე 12 წამით ადრე შორიდან ტყორცნით სამი ქულა მოუტანა საკუთარ გუნდს.

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ლიტველებთან ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური შეხვედრა ანგარიშით 81:85 წააგო და ტურნირს გამოეთიშა. 

ქართული გუნდი, რომლისთვისაც ევროპის ჩეპიონატის მატჩი ფლეი–ოფში სადებიუტო იყო, ევროკალათბურთის ვერცხლის მედლების მფლობელებს მთელი შეხვედრის მანძილზე ტოლს არ უდებდა. 

შეხვედრის პირველი მეოთხედი ქართველებმა მოიგეს ანგარიშით 20:17, მეორეში კი დამარცხდნენ ანგარიშით 20:22. თუმცა, დიდ შესვენებაზე გამარჯვებულები გავიდნენ — ანგარიშით 40:39.

მესამე მეოთხედში ბრძოლა აბსოლუტურად თანასწორად მიმდინარეობდა და თანაბარი ანგარიშით 22:22 დასრულდა. 

საქართველოს ნაკრები მთელი 24 წუთის მანძილზე ინარჩუნებდა ანგარიშში უპირატესობას, ლიტველებმა კი ეს მხოლოდ 13  წუთის განმავლობაში შეძლეს. 

თუმცა, ამ 13 წუთის ძირითადი ნაწილი შეხვედრის მეოთხე მეოთხედზე მოდიოდა. დასკვნით მონაკვეთში ლიტველებმა ხუთჯერ აართვეს მოწინააღმდეგეს ბურთი, რის შემდეგაც 7 ქულა მოიპოვეს. ქართველების ერთ–ერთმა ლიდერმა თორნიკე შენგელიამ 30 წამში მე–4 და მე–5 პერსონალური გაფრთხილებები მიიღო და მოედანი დატოვა. რამდენიმე წუთში მას შეუერთდა გიორგი ცინცაძეც. 

საქართველოს ნაკრები  გამარჯვების შანსს ფინალურ სასტვენამდე ინარჩუნებდა — მატჩის დამთავრებამდე ნახევარი წუთით ადრე ტაბლოზე ენთო ანგარიში 80:79 ლიტვის სასარგებლოდ. მაგრამ  წარმატებული დასასრულის იმედი იონა მაჩიულისმა „დამარხა“, როდესაც შეხვედრის დამთავრებამდე 12 წამით ადრე შორიდან ტყორცნით სამი ქულა მოუტანა საკუთარ გუნდს.   

სულ მადრიდის „რეალის“ ფორვარდის ანგარიშზე 34 ქულაა და არაფერია გასაკვირი იმაში, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მაჩიულისი დასახელდა.  

რაც შეეხება ქართულ გუნდს, საუკეთესო მოთამაშედ კაპიტანი ზაზა ფაჩულია აღიარეს, რომელმაც ნაკრებს 23 ქულა შესძინა. 

ლიტვის ნაკრები საერთო ჯამში მერვედ უითამაშებს ევროკალათბურთის მეოთხედფინალში. ნახევარფინალში გადასასვლელად მათ იტალიელებთან მოუწევთ შეხვედრა. 

სხვა მეოთხედფინალური წყვილები ასე დაჯგუფდნენ:  

• საფრანგეთი — ლატვია

• ესპანეთი — საბერძნეთი

• სერბეთი — ჩეხეთი 

 


ყველა ახალი ამბავი
0