თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატში მეოთხე ტურის მატჩები დასრულდა. მათი მთავარი შედეგი თბილისის „დინამოს“ ერთპიროვნული ლიდერობა იყო, რომელმაც გასვლით მატჩში „მერანს“ 4:1 მოიგო.
დედაქალაქის გუნდის გვერდით ადგილი სატურნირო ცხრილში შეეძლო დაეკავებინა „სამტერდიას“ მაგრამ დასავლეთ საქართველოს გუნდმა მოულოდნელად გასვლითი მატჩი წააგო უმაღლესი ლიგის ახალბედა გუნდ „საბურთალოსთან“ – 2:3.
უკვე შესვენებისათვის მასპინძლები 2:0-ს იგებდნენ სარიშვილისა და მარგველაშვილის გოლების დამსახურებით. მეორე ტაიმის დასაწყისში, ცნობილაძემ სხვაობა შეამცირა, მაგრამ ათ წუთში გოშტელიანმა კვლავ აღადგინა ორქულიანი სხვაობა. უველა უბედურებას ისიც დაერთო, რომ 72-ე წუთზე სტუმრები უმცირესობაში დარჩნენ. მოედანი მთვლივიშვილმა დატოვა. ერთადერთი, რისი გაკეტებაც სეძლეს „სამტრედიელებმა“ ამ სიტუაციაში — კიდევ ერთი ბურთის გატანა იყო. უფრო მეტზე არც ძალა ეყოთ და არც დრო.
მეოთხე ტურის ცენტრალური მატჩი გორში შედგა, სადაც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი გორის „დილა“ „ცხინვალს“ მასპინძლობდა. მიუხედავად იმისა, რომ მატჩის დაწყებამდე გუნდები შესაბამისად მეოთხე და მეექვსე ადგილზე იმყოფებოდნენ, მატჩში „ბრძოლა“ ვერ შედგა. „დილამ“ დამაჯერებლად მოიგო 3:0.
მეოთხე ტურის ყველა მატჩების შედეგი ასე გამოიყურება:
11 სექტემბერი
„მერანი“ – „დინამო“ თბილისი 1:4
„ლოკომოტივი“ – „გურია“ 3:0
12 სექტემბერი
„საბურთალო“ – „სამტრედია“ 3:2
„დილა“ – „ცხინვალი“ 3:0
„ზუგდიდი“ – „ჩიხურა“ 1:4
„კოლხეთი“ – „შუქურა“ 1:0
„საპოვნელა“ – „სიონი“ 0:0
„დინამო“ ბათუმი — „ტორპედო“ 1:1
ამრიგად, მეოთხე ტურის შემდეგ, თბილისის „დინამო“ ერთპიროვნულად ლიდერობს სატურნირო ცხრილში 12 შესაძლებლიდან 12 ქულის მოგროვებით. ამასთან კლუბის ფეხბურთელები 16-ჯერ გამოირჩნენ, მათ ყოველ მატჩში 4 გოლი გაიტანეს.
„დილა“-მ მეორე ადგილზე გადაინაცვლა, რომლის აქტივში 10 ქულაა. ლიდერთა სამეულს კრავს „ჩიხურა“, 9 ქულით.
სატურნირო ცხრილის ბოლოში „მერანია“. კლუბს მარტვილიდან ამ სეზონზე ერთი ქულაც კი არ მიუღია.
საქართველოს ჩემპიონატის მეხუთე ტურის მატჩები 20 სექტემბერს შედგება.