ტაჯიკეთში ნაზარზოდას მომხრე ტერორისტული დაჯგუფების კიდევ 5 წევრი დააკავეს

© Амир Исаевდუშანბე- თავდასხმის ადგილი
დუშანბე- თავდასხმის ადგილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხელისუფლების ცნობით, ნაზარზოდამ დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა გაიტაცა სამი სამხედრო ნაწილიდან, რომლებთანაც პირდაპირი შეხება ჰქონდა და დუშანბედან სამი „КамАЗ“ - ით გაიტანა.

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. ტაჯიკეთში მიმდინარე სპეცოპერაციის შედეგად, თავდაცვის მინისტრის ექს- მოადგილის აბდულხალიმ  ნაზარზოდას ტერორისტული დაჯგუფების 5 წევრი დაკავებულია, იტყობინება ტაჯიკეთის შსს-ს პრესსამსახური. 

 „რამიტის ხეობაში შსს-სა და ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, დაკავებულია ნაზარზოდას დაჯგუფების კიდევ 5 წევრი, რომელთაგან ამოღებულია 5 АКМ-ის ტიპის ავტომატი, და დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა“, — ნათქვამია შეტყობინებაში. 

 4 სექტემბერს, დილით ადრე, დუშანბესა და ვახდატში თავდასხმა მოხდა სამართალდამცავ ორგანოებზე, რომლის შედეგად 9 მილიციელი იქნა მოკლული. ხელისუფლებამ აღნიშნულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ნაზარზოდას შეიარაღებულ დაჯგუფებას დააკისრა. 

 ხელისუფლების ცნობით, ნაზარზოდამ დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა გაიტაცა სამი სამხედრო ნაწილიდან, რომლებთანაც პირდაპირი შეხება ჰქონდა და დუშანბედან სამი „КамАЗ“ — ით გაიტანა.

 სპეცსამსახურების მონაცემებით, სპეცოპერაციის შედეგად, დაკავებულია ნაზარზოდას შეიარაღებული ფორმირების 120-ზე მეტი წევრი და 20 — ლიკვიდირებულია. 

 ნაზარზოდასა და მისი ახლო თანამებრძოლის, ასევე თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკის ჯუნაიდულო უმაროვის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ოთხი მუხლითაა აღძრული. მათ ბრალად ედებათ: სახელმწიფოს ღალატი, დივერსია, ტერორიზმი და ექსტრემისტული ორგანიზაციის შექმნა. ნაზარზოდას დაჯგუფების ლიკვიდაციის სპეცოპერაცია რამიტის ხეობაში გრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0