თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. სამი პატიმარი დაიღუპა და კიდევ ხუთი დაიჭრა ამერიკის ოკლაჰომას შტატის ციხეში მომხდარი არეულობების შედეგად, იტყობინება კვირას სააგენტო ასოშეიტედ პრესი.
სიმარონის ოლქის ციხის პერსონალმა არეულობის დასაწყისი შაბათს 16:40 (01:40 კვირას თბ.დრ.) საათზე დააფიქსირა, იტყობინება გამოსასწორებელი დაწესებულებების ამერიკული კორპორაციის წარმომადგენელი სტივ ოუენი. ოკლახომის ციხის მფლობელი კომპანიის ინფორმაციით, ინციდენტი დაახლოებით 40 წუთი გრძელდებოდა. ციხის თანამშრომლები არ დაზარალებულან.
დაჭრილი პატიმრები ჰოსპიტალიზებულნი არიან. ინფორმაცია იმაზე, თუ რამ გამოიწვია მათი დაჭრა — არ არის. ციხის ადმინისტრაცია ჯერჯერობით არ ამხელს დაღუპულთა და დაჭრილთა ვინაობას.