თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. კიშინიოვში საპროტესტო აქციის მონაწილენი განაცხადებენ ალტერნატიული მთავრობის შექმნის შესახებ და დათმობაზე წავლენ ხელისუფლებასთან, განუცხადა კვირას ჟურნალისტებს საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთმა აქტივისტმა „დემოკრატია სახლში“-ს ლიდერმა ვასილი კოსტიუკმა.
კვირას კიშინიოვში ანტისამთავრობო მიტინგი გრძელდება. საპროტესტო აქციის მონაწილენი უკმაყოფილონი არიან იმით, რომ ქვეყნის ხელისუფალნი ყურს არ უგდებენ მათ მოთხოვნებს. კოსტიუკმა განაცხადა, რომ არ მიიღებს მონაწილეობას სამოქალაქო პლატფორმა DA —ს მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებში, რადგან ისინი აქციის მონაწილეებს "იმისათვის იყენებენ, რომ რომ ხელისუფლებაში მოხვდნენ“.
„ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ კვირას, პლატფორმა DA-ს (Demnitate si adevar -„ღირსება და სიმართლე“) —ს აქტივისტები წინადადებას დააყენებენ ალტერნატიული მთავრობის ფორმირების შესახებ, რომელსაც მომიტინგეები დიდი ეროვნული კრების მოედანზე დაამტკიცებენ. მოგვიანებით პარლამენტი პროტესტის მონაწილეებთან კომპრომისზე წავა და დაამტკიცებს ამ მთავრობას. ეს ნამდვილი ღალატია მათი იდეალების, ვინც პროტესტის გამოსახატად გულის ძახილით გავიდა“, — თქვა კოსტიუკმა.