ვლადიმერ ხინჩეგაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

© photo: Sputnik / Aleksey Filippov / გადასვლა მედიაბანკშიბერძნულ-რომაული ჭიდაობა
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიო პირველობის შედეგებით, ლას ვეგასში საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა - ერთი ოქრო და სამი ბრინჯაო და რიო-დე-ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების 5 ლიცენზია.

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში, მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 

 ფინალურ ორთაბრძოლაში ქართველმა ფალავანმა ირანის წარმომადგენელი ხასან რახიმი დაამარცხა 5:4.

 მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს გარდა, ხინჩეგაშვილმა მომავალი წლის ოლიმპიადის ლიცენზიაც მოიპოვა. 

 კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი და რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია საქართველოს ნაკრებისათვის გენო პეტრიაშვილმა (-125კგ.) მოიპოვა.

 მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს კიდევ ორ ქართველს ჰქონდა მედლებისა და ოლიმპიადის ლიცენზიებისათვის ბრძოლის შესაძლებლობა. მაგრამ დავით ტლაშაძემ (-70კგ) რეპეშაჟში ბულგარელ მიროსლავ სტეფანოვთან დათმო, ჯუმბერ ყველაშვილმა კი (-74კგ) 1/8 ფინალში ირანელ ალირეზუ გასემისთან. 

 შედეგად, მსოფლიო პირველობის შედეგებით, ლას ვეგასში საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა — ერთი ოქრო და სამი ბრინჯაო და რიო-დე-ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების 5 ლიცენზია. 

 თავისუფალ ჭიდაობაში პრიზიორები გახდნენ ვლადიმირ ხინჩეგაშვილი — ოქრო; სანდრო ამინაშვილი და გენო პეტრიაშვილი — ბრინჯაო. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ერთადერთი ბრინჯაოს მედალი ლაშა გობაძემ მოიპოვა. 

 რაც შეეხება ოლიმპიური თამაშების ლიცენზიას, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პრიზიორებისა, იგი ელიზბარ ოდიკაძემაც მოიპოვა, რომელმაც მეხუთე ადგილი დაიკავა. 


ყველა ახალი ამბავი
0