თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. კრიშტიანუ რონალდუმ ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის ისტორიაში, მადრიდის „რეალში“ გოლების რიცხვით რაულს აჯობა.
შაბათს, სტუმრად გამართულ მატჩში „ესპანიოლასთან“, რონალდომ პოკერი გააფორმა და პრიმერაში 229 ბურთს მიაღწია.
ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში ბომბარდირთა საერთო სიაში „ბარსელონას“ თავდამსხმელი ლიონელ მესი ლიდერობს (286 გოლი), მეორედ ბილბაოს „ატლეტიკას“ ექს-ფორვარდი ტელმო სარა მოდის (251), ხოლო „რეალის და „რაიო ვალეკანოს“ ექს ფორვარდი უგო სანჩესი (234) — მესამე ადგილზეა.