თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. ინდოეთის შტატ მადხია-პრადეშში გაზის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 80 კაცს გადააჭარბა, ამის შესახებ სამედიცინო სამსახურის ოფიციალური წარმომადგენელი იტყობინება.
მანამდე პოლიცია 49 ადამიანის დაღუპვას ადასტურებდა.
„აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 82-მდე გაიზარდა“, — იტყობინება სააგენტო ფრანც პრესი შტატის სამედიცინო სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით.
ძლიერი აფეთქება ჯაბუას (Jhabua) რაიონში, შტატის დასავლეთ ნაწილში, გაჩერების მახლობლად მოხდა. ტელეარხ NDTV-ს მონაცემებით, ინციდენტი რესტორნის მახლობლად მოხდა და აფეთქებამ იქვე მდებარე მჭიდროდ დასახლებული საცხოვრებელი სახლი დაანგრია.
ინციდენტის ადგილას საძიებო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.