გაერომ 9 დეკემბერი გენოციდთა მსხვერპლთა საერთაშორისო დღედ აღიარა

© RIA Novosti . Грант Хачатрянერევანი, სომხეთი
ერევანი, სომხეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხეთი დაჟინებით მოითხოვს მსოფლიო საზოგადოებისაგან ოსმალეთის იმპერიაში სომეხი ხალხის გენოციდის აღიარებას. გენოციდის ფაქტი უკვე აღიარებულია ბევრი სახელწიფოს მიერ, ასევე ევროპარლამენტისა და ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს მიერ.

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ სომხეთის მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო, რომლის თანახმად,  9 დეკემბერი  გენოციდთა მსხვერპლთა და მსგავსი დანაშაულების თავიდან აცილების საერთაშორისო დღედ იქნება აღიარებული, იტყობინება შაბათს სომხეთის საგარეო პოლიტიკური უწყების პრესსამსახური. 

 ინფორმაციის თანახმად, რეზოლუცია 69-ე სესიის 103-ე პლენარულ სხდომაზე, კონსენსუსის საფუძველზე იქნა მიღებული. მას ასამბლეის 80-მა წევრმა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი — აშშ-ს ჩათვლით. ინიციატივა მოდიოდა სომხეთის მიერ წარმოდგენილი  რეზოლუციის დებულებიდან გენოციდის თავიდან აცილების შესახებ, რომელიც მიმდინარე წლის 27 მარტს ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 28-ე სესიაზე იქნა მიღებული.

 „დოკუმენტი მიმართულია  როგორც სომხეთის ძალისხმევის დამატება, გენოციდის დანაშაულის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამეგობრობის საქმიანობის აქტივაციისა და კონსოლიდაციისაკენ“, — ნათქვამია ინფორმაციაში. 

 XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში, ოსმალეთის იმპერიაში ხორციელდებოდა სომეხთა დევნა. გენოციდის დასაწყისად ითვლება 1915 წლის 24 აპრილი, როდესაც ოსმალურმა ხელისუფლებამ კონსტანტინოპოლში 250-მდე სომეხი ინტელექტუალი და სომხური დიასპორის მეთაური დააპატიმრა. გენოციდი განხორციელდა პირველი მსოფლიო ომის მსვლელობისას და მისი დასრულების შემდეგ და ორ ძირითად ეტაპს მოიცავს: შრომისუნარიან მამაკაცთა მკვლელობა და ქალების, ბავშვების, მოხუცებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დეპორტაცია და სიკვდილი. დეპორტაციისას სომხები მოკლებულნი იყვნენ საჭმელსა და წყალს, პერიოდულად ადგილი ჰქონდა ძარცვას, გაუპატიურებასა და მკვლელობას. დაღუპულთა რიცხვი მერყეობს 1-დან 1,5 მილიონამდე.

 თურქული მხარე ტრადიციულად უარყოფს ბრალდებებს და ამტკიცებს, რომ 1915 წლის ტრაგედიის მსხვერპლნი არა მარტო სომხები, არამედ თურქებიც იყვნენ. 

 სომხეთი დაჟინებით მოითხოვს მსოფლიო საზოგადოებისაგან ოსმალეთის იმპერიაში სომეხი ხალხის გენოციდის აღიარებას. გენოციდის ფაქტი უკვე აღიარებულია ბევრი სახელწიფოს მიერ, ასევე ევროპარლამენტისა და ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს მიერ. აშშ-ს  50 შტატიდან 44-მა ოფიციალურად აღიარა და დაგმო გენოციდი. გარდა ამისა 24 აპრილი სომეხი ხალხის გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოცხადდა. 

1995 წელს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ მიიღო დადგენილება „სომეხი ხალხის 1915-1922 წლების გენოციდის დაგმობის შესახებ მის ისტორიულ სამშობლოში —დასავლეთ სომხეთში“.  


ყველა ახალი ამბავი
0