სააკაშვილი თვლის, რომ უკრაინის ეკონომიკის დონე აფრიკის გაბონს უახლოვდება

გამოწერა
გაბონი სახელმწიფოა ცენტრალურ აფრიკაში, რომლის მოსახლეობა 2012 წლის მონაცემებით, 1,5 მილიონ კაცს შეადგენს. ნავთობის, გაზის, მარგანეცისა და ურანის წიაღისეულის, ასევე შედარებით მცირერიცხოვანი მოსახლეობის წყალობით, გაბონი აფრიკის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქვეყნად ითვლება.

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. უკრაინის ეკონომიკური განვითარების დონე აფრიკის გაბონს დაუახლოვდა, თვლის ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი. 

 „უკრაინის მშპ 184 მილიარდი დოლარიდან 115 მილიარდამდე შემცირდა. ესე იგი ერთ სულ მოსახლეზე, ჩვენ გაბონის დონეს სწრაფად მივუახლოვდით — უკრაინა და აფრიკისადმი დიდი პატივისცემით, გაბონი“, — თქვა სააკაშვილმა პარასკევს პროგრამა „შუსტერ-Live“-ის ეთერში. 

 გაბონი სახელმწიფოა ცენტრალურ აფრიკაში, რომლის მოსახლეობა 2012 წლის მონაცემებით, 1,5 მილიონ კაცს შეადგენს. ნავთობის, გაზის, მარგანეცისა და ურანის წიაღისეულის, ასევე შედარებით მცირერიცხოვანი მოსახლეობის წყალობით, გაბონი აფრიკის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქვეყნად ითვლება. 

 საერთაშორისო სავალუტო ფონდის სიაში, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს დონით (მსყიდველობითი უნარის პარიტეტით), 2014 წელს გაბონს 54-ე ადგილი ეჭირა, უკრაინას კი 105. 

 სააკაშვილმა დაამატა, რომ განვითარების არსებული ტემპებით, უკრაინას 15 წელი დასჭირდება, რათა ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის დროინდელ მაჩვენებლებს დაუბრუნდეს. მისი აზრით, სწრაფი რეაბილიტაციისათვის ქვეყანას რადიკალური რეფორმები სჭირდება. 

 უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს აგვისტოს შუა რიცხვების მონაცემებით, 2015 წლის პირველ ნახევარში მშპ-ს ვარდნამ 16,3% შეადგინა. გარდა ამისა, აგვისტოს დასაწყისში  ქვეყნის ხელისუფლებამ ეკონომიკური დინამიკის პროგნოზირების ორი სცენარი დაამტკიცა, რომელიც ითვალისწინებს 2016 წელს მშპ-ს როგორც 2%-ით ზრდას, ასევე 0,3%-ით კლებას. 

 უკრაინის ეროვნული ბანკის პროგნოზით 2016 წელს ინფლაცია 12%-მდე შენელდება, 2017 წელს —8%-მდე და 2019 წელს —5%-მდე. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ,  უკრაინის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა  ვალერია გონტარევამ განაცხადა. 

 მანამდე კი უკრაინის ფინანსთა მინისტრმა ნატალია იარესკომ თქვა, რომ სიტუაციის პოზიტიურად განვითარების შემთხვევაში, ქვეყნის ეკონომიკა ყოველწლიურად  4%-ით გაიზრდება და 2040 წლისათვის შვეიცარიის დონეს მიაღწევს. 


ყველა ახალი ამბავი
0