საქართველოს ნაკრებმა ჭიდაობაში 2016 წლის ოლიმპიადის ორი ლიცენზია მოიპოვა

© photo: Sputnik / Grigoriy Sisoev / გადასვლა მედიაბანკშისაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამინაშვილი თავისუფალი სტილით მოჭიდავე პირველი ფალავანი გახდა, რომელმაც ამ მსოფლიოს ჩემპიონატში საქართველოსათვის მედალი და 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. ლას-ვეგასში მიმდინარე მსოფლო ჩემპიონატზე ჭიდაობაში, სანდრო ამინაშვილმა (-86კგ.) ბრინჯაოს მედალი და 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. კიდევ ერთი ლიცენზია ელიზბარ ოდიკაძეს შეხვდა (-97კგ.)

 თურქ სემირ იასართან წაგების შემდეგ, ამინაშვილმა რეპეშაჟში მონაწილეობის უფლება მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ  თურქმა ფალავანმა შეძლო შეჯიბრის ნახევარფინალში გასვლა. 

 რეპეშაჟში ქართველი მოჭიდავის მოწინააღმდეგე პუეტრორიკოელი ხაიმე ესპინალი გახდა, რომელსაც ამირანაშვილმა 5:1 მოუგო. 

 მესამე ადგილისათვის ბრძოლაში, ამინაშვილი აზერბაიჯანის წარმომადგენელს მაჰომედხაჯი ხატიევს შეხვდა. პირველი რაუნდის შემდეგ, ხატიევი 1:0 იგებდა, მაგრამ იძულებული გახდა მიეტოვებინა ორთაბრძოლა ნახევარფინალში მიღებული ტრამვის გამო. 

 ამრიგად, ამინაშვილი თავისუფალი სტილით მოჭიდავე პირველი ფალავანი გახდა, რომელმაც ამ მსოფლიოს ჩემპიონატში საქართველოსათვის მედალი და 2016 წლის ოლიმპიური თამაშების  ლიცენზია მოიპოვა. 

 მოგვიანებით მორიგი ბრინჯაოს  მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა ელიზბარ ოდიკაძეს (-97კგ.), მაგრამ მესამე ადგილისათვის ბრძლოლაში ოდიკაძემ ხეთაგ გაზიუმოვთან დათმო აზერბაიჯანიდან და რიო-დე-ჟანეიროს თამაშებზე ლიცენზიით დაკმაყოფილდა. 

 მანამდე ბრინჯაოს მედალი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ლაშა გობაძემ მოიპოვა (-80 კგ.), მაგრამ ამ წონით კატეგორიაში  შეჯიბრი ოლიმპიურ თამაშებზე არ ტარდება. 

 დღეს ლას-ვეგასის მსოფლიო ჩემპიონატი ოთხი წონითი კატეგორიით დასრულდება. საქართველოს ნაკრებს წარადგენენ: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (-57კგ.), დავით ტლაშაძე (-70კგ.),  ჯუმბერ ყველაშვილი (-74 კგ) და გენო პეტრიაშვილი (-125კგ.)


ყველა ახალი ამბავი
0