თბილისის „დინამომ“ ოთხი გოლი გაიტანა, „ლოკომოტივმა“ კი პირველი ქულები ააგროვა

© https://www.facebook.com/GeorgianFFofficial?fref=tsფეხბურთი, დინამო თბილისი
ფეხბურთი, დინამო თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნული პირველობის მეოთხე ტური ორი შეხვედრით გაიხსნა. „მერანი“ თავის მოედანზე თბილისის „დინამოს“ ხვდებოდა, ხოლო თბილისის „ლოკომოტივი“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლანჩხუთის „გურიას“.

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლთან დაკავშირებული პაუზის შემდეგ, ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატი განახლდა. 

ეროვნული პირველობის მეოთხე ტური ორი შეხვედრით გაიხსნა. „მერანი“ თავის მოედანზე თბილისის „დინამოს“ ხვდებოდა, ხოლო თბილისის „ლოკომოტივი“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე  ლანჩხუთის „გურიას“. 

 „მერანმა“ რომელიც სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილს იკავებს, შეძლო პირველი ტაიმის ბოლომდე ჩემპიონატის ლიდერთათვის გაეძლო, მაგრამ 44-ე წუთზე მაინც გაუშვეს ბურთი.  განსაკუთრებით გიორგი ქვილითაია გამოირჩა. 

 შესვენების შემდეგ, სტუმართა უპირატესობა შესამჩნევი გახდა და შედეგად მეორე გოლიც გაიტანეს. 56 —ე წუთზე ქვილითაიამ დუბლი გააფორმა. 20 წუთის შემდეგ, ტაბლოზე თავისი სახელი მათე ცინცაძემ აანთო. 3:0 ლიდერობის შემდეგ, სტუმრებმა უფლება მისცეს მასპინძლებს „პრესტიჟის“ გოლი გაეტანათ. მაგრამ ბოლო წერტილი მაინც „დინამომ“ დასვა. მეოთხე გოლის ავტორი ჯაბა ჯიღაური გახდა. 

 11 სექტემბერს გამართულ მეორე მატჩში, თბილისის „ლოკომოტივმა“ თავის მოედანზე „გურიას“ 3:0  მოუგო და ჩემპიონატში პირველი ქულები დააგროვა. 

შაბათს, ეროვნულ პირველობაზე მეოთხე ტურის დარჩენილი მატჩები გაიმართება. 

 ცენტრალური შეხვედრა გორში გაიმართება, სადაც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი გორის „დილა“ „ცხინვალს“ უმასპინძლებს.  სატურნირო ცხრილში გუნდები შესაბამისად მეოთხე და მეექვსე ადგილებზე არიან. 

 მოწინააღმდეგეები ერთმანეთს 10-ჯერ შეხვდნენ და მათ დაპირისპირებაში მცირე უპირატესობით „ცხინვალი“ ლიდერობას, რომელმაც 4 მატჩი მოიგო, სამი ორთაბრძოლა ფრედ დამთავრდა, სამი კი „დილას“ გამარჯვებით. 

შაბათის მატჩების განრიგი ასე გამოიყურება: 

„საპოვნელა“ – „სიონი“

„საბურთალო“ –„სამტრედია“

„ზუგდიდი“ – „ჩიხურა“

„კოლხეთი“ – „შუქურა“


ყველა ახალი ამბავი
0