15 სექტემბერს დუშანბეში პუტინის და ატამბაევის შეხვედრა იგეგმება

© photo: Sputnikდუშანბე
დუშანბე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„მომავალი მოლაპარაკებების ერთ-ერთი ცენტრალური თემა - ყირგიზეთის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან მიერთებაა (ЕАЭС)“, - თქვა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. ყირგიზეთის ევრაზიულ  ეკონომიკურ  კავშირთან მიერთების საკითხი გახდება ცენტრალური თემა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და ყირგიზეთის ლიდერ ალმაზბეკ ატამბაევის შეხვედრაზე, რომელიც 15 სექტემბერს დუშანბეში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში შედგება, აცნობა ჟურნალისტებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა. 

 „მომავალი მოლაპარაკებების ერთ-ერთი ცენტრალური თემა — ყირგიზეთის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან მიერთებაა (ЕАЭС)“, — თქვა უშაკოვმა. 

 მან შეახსენა ჟურნალისტებს, რომ შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოსკოვში, 2014 წლის 23 დეკემბერს მოეწერა და 12 აგვისტოს შევიდა ძალაში. 

 „რუსეთი რესპუბლიკას მასშტაბურ მხარდაჭერას უწევს მისი ეკონომიკის ЕАЭС —ის პირობებთან ადაპტაციაში. პირდაპირი და ირიბი დახმარების საერთო მოცულობა 1,2 მილიარდ დოლარს შეადგენს“, — თქვა პრეზიდენტის მრჩეველმა. 


ყველა ახალი ამბავი
0