ბერლუსკონი ყირიმში კერძო ვიზიტით იმყოფება

© photo: Sputnik / Сергей Гунеев / გადასვლა მედიაბანკშისილვიო ბერლუსკონი
სილვიო ბერლუსკონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იტალიის ყოფილი პრემიერი ყირიმში რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას გეგმავს.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. იტალიის ექს-პრემიერი სილვიო ბერლუსკონი კერძო ვიზიტით ყირიმში იმყოფება. 

 მანამდე პუტინმა გააკეთა განცხადება, რომ ბერლუსკონისთან მრავალწლიანი ერთობლივი მუშაობის განმავლობაში, მათ კეთილი, მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ. 

 ივნისის ბოლოს ბერლუსკონი პუტინს კერძო ვიზიტით ალტაიში ეწვია, მანამდე ისინი ერთმანეთს 11 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტის იტალიაში ვიზიტისას შეხვდნენ.

 ბერლუსკონი ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ევროპელ პოლიტიკოსთაგანია, ვინც მხარს უჭერს პუტინის პოზიციას უკარინის კრიზისთან დაკავშირებით. დასავლელ დიპლომატთა ქმედებას რუსეთის მიმართ, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმი შეიერთა, ბერლუსკონიმ „წინდაუხედავი და არაკონსტრუქციული“ უწოდა. გარდა ამისა, იტალიური პოლიტიკის ვეტერანმა გააკრიტიკა გადაწყვეტილება რუსეთის მონაწილეობით  „დიდი რვიანის“ შეხვედრების შეჩერების შესახებ და მას „ანტიისტორიული და კონტრპროდუქტიული“ უწოდა. 

 გამოკითხვის თანახმად,  პირადი პოპულარობის რეიტინგით, თავის სამშობლოში ბერლუსკონი მეშვიდე ადგილზეა 27% —ით. 


ყველა ახალი ამბავი
0