თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. მიხეილ სააკაშვილის პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისაგან მთავრობის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს ითხოვს. ენმ-ს დეპუტატმა გიორგი გაბაშვილმა ხელისუფლება პარლამენტის რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულა, რომლის თანახმადაც, საშემოდგომო სესიის პირველ კვირას მთავრობა პარლამენტის წინაშე უნდა წარსდგეს ანგარიშით სამთავრობო პროგრამის მიმდინარეობის შესახებ.
„ჩვენ ვითხოვთ გასწორდეს ეს დარვევა… მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს უმრავლესობიდან და განსაკუთრებით დავით უსუფაშვილს, რათა საქართველოს პარლამენტმა შეასრულოს თავისი ფუნქციები და სიტუაციაში, როცა სახეზეა ეკონომიკური კრიზისი, მოითხოვოს ხელისუფლებისაგან ანგარიშის არა ფორმალური გადმოგზავნა, არამედ ის, რომ პარლამენტში პრემიერ-მინისტრი მოვიდეს“, — განაცხადა გაბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოს ანგარიში მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს.