ვაზიანში მასშტაბური სამხედრო სწავლებები გაიმართა

© facebook.com/mod.gov.geვაზიანში მასშტაბური სამხედრო სწავლებები გაიმართა
ვაზიანში მასშტაბური სამხედრო სწავლებები გაიმართა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ვაზიანი 2015“-ს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრნენ. სწავლებას აკვირდებოდნენ საქართველოში აკრედიტებული სამხედრო ატაშეებიც.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. ვაზიანის პოლიგონზე ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება გაიმართა, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო პარასკევს, 11 სექტემბერს.

 მასშტაბური ხასიათის სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ, უზრუნველყოფის ბატალიონმა და მარნეულის საავიაციო ბრიგადამ მიიღო მონაწილეობა.

 „ვაზიანი 2015“-ს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრნენ. სწავლებას აკვირდებოდნენ საქართველოში აკრედიტებული სამხედრო ატაშეებიც.

 „ვაზიანი 2015“ თავდაცვით ბრძოლაში კომბინირებული ძალების ურთიერთქმედების დახვეწასა და დაქვემდებარებული ქვედანაყოფების შერწყმას, ასევე მართვისა და კონტროლის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად.

 სწავლებისთვის სპეციალური ლეგენდა შეიქმნა. იმიტირებული სცენარის მიხედვით, წვრთნის მთავარი ამოცანა იყო ქართულ ქვედანაყოფებს არ დაეშვათ მოწინააღმდეგის ძირითადი ძალებისთვის პლაცდარმის შექმნა და შეტევის განვითარება სიღრმეში.

 „ვაზიანი 2015“-ში ჩართული იყო 600-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, Su-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი, UH-1H „იროკეზი“-ს ტიპის შვეულმფრენი, T-72 ტიპის ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ჯავშანმანქანები „კობრა“, რეაქტიული საარტილერიო სისტემა BM-21 და სხვა საარტილერიო სისტემები.

 

ყველა ახალი ამბავი
0