თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. ლას-ვეგასში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ჭიდაობაში, დაიწყო თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ორთაბრძოლები, მაგრამ საქრთველოს ნაკრები უმედლოდ დარჩა.
პირველ დღეს მედლების ერთი კომპლექტი თამაშდებოდა 65 კგ-მდე წონით კატეგორიაში, სადაც საქართველოს ნაკრებს ავთანდილ კენჭაძე წარმოადგენდა.
პირველ რაუნდში ქართველი ფალავნის მოწინააღმდეგე ვიეტნამელი ხუან დინ ნგუენი გახდა, რომელსაც კენჭაძემ უპრობლემოდ 10:0 მოუგო.
1/8 ფინალში გასულმა კენჭაძემ, შეხვედრა აზერბაიჯანის წარმომადგენელთან ტოგრულ ასგაროვთან წააგო.
პარასკევს თავისუფალი სტილით მოჭიდავენი მსოფლიო ჩემპიონატის კიდევ სამ კომპლექტს გაათამაშებენ. საქართველოს ნაკრებს წარმოადგენენ: ბექა ლომთაძე (-61კგ), სანდრო ამინაშვილი (-86კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (-97 კგ).
მსოფლიო ჩემპიონატი 12 სექტემბერს დასრულდება.