თბილისი მინსკთან დაძმობილებული მეოცე ქალაქი გახდა

© photo: Sputnik / Борис Бабанов / გადასვლა მედიაბანკშიმინსკი
მინსკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბეროლუსისა და საქართველოს დედაქალქები დაძმობილებული ქალაქები გახდნენ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტიდან ექვსი თვის შემდეგ.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. თბილისი და მინსკი დაძმობილებული ქალაქები გახდნენ, იუწყება Sputnik Беларусь. ქალაქებს შორის შეთანხმებას პარასკევს, 11 სექტემბერს,  მინსკში ბელორუსული და ქართული დელეგაციების მოლაპარაკებების შემდეგ მოეწერა ხელი, იუწყება მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის პრეს–სამსახური. 

ძმურ კავშირებზე უვადო შეთანხმებას ხელი მოაწერეს მინსკის ქალაქკომის თავმჯდომარემ ანდრეი შორეცმა და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. 

„დღეისათვს ჩვენ ვამზადებთ თბილისის განვითარების ახალ გენერალურ გეგმას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ  ისტორიული მემკვიდრეობა, დავგეგმოთ ახალი მიდგომები არქიტექტურასა და გამწვანებაში“, — განუცხადა ჟურნალისტებს ნარმანიამ და ხაზი გაუსვა, რომ მინსკის გამოცდილება ამ კუთხით სასარგებლო იქნება თბილისისთვის. 

მინსკის ხელმძღვანელმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ბელორუსიის დედაქალაქს ტურიზმის ორგანიზების კუთხით, ქართველი კოლეგის გამოცდილება გამოადგება. 

თბილისი მინსკთან დაძმობილებული მეოცე ქალაქი გახდა. მანამდე ბელორუსიის დედაქალაქმა შესაბამისი შეთანხმებები 19 ქალაქთან გააფორმა. ესენია: ნოტინჰემი (დიდი ბრიტანეთი), სენდაი (იაპონია), ბანგალორი (ინდოეთი), ლიონი (საფრანგეთი),ჩანჩუნი და შენჩჟენი (ჩინეთი), ლოძი (პოლონეთი), ბონი (გერმანია), ეინდჰოვენი (ნიდერლანდები), დუშანბე (ტაჯიკეთი), კიშინიოვი (მოლდოვა), ჰავანა (კუბა), თეირანი (ირანი), აბუ–დაბი (არაბეთის გაერთიანებული საამიროები), ანკარა (თურქეთი), ბიშკეკი (ყირგიზეთი), ხოშომინი (ვიეტნამი), ნოვოსიბირსკი და კალუგა (რუსეთი).

 

 


ყველა ახალი ამბავი
0