ღარიბაშვილს პეკინში უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება მიანიჭეს

© facebook.com/GaribashviliOfficialირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩინეთში სამუშაო ვიზიტის დროს საქართველოს პრემიერი პეკინის უმაღლესი სასწავლებლის პროფესორებისა და სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოვიდა.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პეკინის საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება მიანიჭეს, იუწყება პრემიერის პრეს-სამსახური პარასკევს, 11 სექტემბერს.

ჩინეთში სამუშაო ვიზიტის დროს საქართველოს პრემიერი პეკინის უმაღლესი სასწავლებლის პროფესორებისა და სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოვიდა.

 „წელს ჩვენ აღვადგინეთ სწრაფი სარკინიგზო კავშირი ჩინეთსა და საქართველოს შორის, რითაც სახმელეთო მარშრუტმა დაიბრუნა ევროპისკენ მიმავალი უსწრაფესი გზის სტატუსი. ეს მოხდა პირველად მას შემდეგ, რაც 1513 წელს პორტუგალიელთა კარაველები ჩინეთის სანაპიროებს მიადგნენ. დღეს მიმდინარეობს აბრეშუმის გზის გამოცოცხლება“, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საუკუნეების მანძილზე ჩინეთიდან ევროპაში და პირიქით, მიმავალი გრძელი გზა საქართველოში იწყებოდა და მთავრდებოდა.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ პრემიერმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა, რომელთა შორის ქართველებიც იყვნენ.


ყველა ახალი ამბავი
0