თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. მიგრანტები, რომელთა გვამებიც აგვისტოს ბოლოს ქვემო ავსტრიის გზის პირას იპოვეს, ჯერ კიდევ უნგრეთში გარდაიცვალნენ, მოწმობს სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის შედეგი, რომელიც ვენის სამედიცინო უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა.
მედიკოსები ასეთ „თითქმის ასპროცენტიანი დამაჯერებლობის“ დასკვნამდე ორკვირიანი ინტენსიური კვლევების შემდეგ მივიდნენ, იუწყება გაზეთი "Kurier".
მანამდე ასეთი ვარაუდი პოლიციამაც გამოთქვა გვამების პირველადი დათვალიერებისას.
რაიონულ პროკურატურასთან კონსულტაციის შემდეგ, მედიკოსებმა გვამები დასამარხად გადასცეს.
ტრაგედია 27 აგვისტოს მოხდა. ავსტრიის პოლიციამ ტრასაზე უნგრული ნომრების მქონე სატვირთო მანქანის კონტეინერში 71 დაღუპული მიგრანტი აღმოაჩინა. მათგან 59 მამაკაცია, რვა — ქალი და ოთხი — ბავშვი.
უნგრეთის ხელისუფლებამ ხუთი ეჭვმიტანილი დააკავა — ოთხი ბულგარეთის და ერთი ავღანეთის მოქალაქე. ავსტრიის პოლიციის მონაცემებით, დაკავებულთა შორის სატვირთო ავტომობილის მძღოლიცაა.