ირანული კომპანია საქართველოში ინვესტირებას გეგმავს

© facebook.com/mfageorgiaირანის დელეგაციას ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შეხვდა
ირანის დელეგაციას ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შეხვდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსთვის ირანთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება მნიშვნელოვანია, რისთვისაც ქვეყნის ხელისუფლება აქტიური ნაბიჯების გადასადგმელად მზადა არის, აღინიშნა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. უმსხვილესი ირანული საინვესტიციო კომპანია „ყადირი“ საქართველოში ინვესტიციების ჩადებას გეგმავს. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურისა და კომპანიის წარმომადგენლის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, იუწყება სამინისტროს პრეს-სამსახური.

საქართველოსთვის ირანთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება მნიშვნელოვანია, რისთვისაც ქვეყნის ხელისუფლება აქტიური ნაბიჯების გადასადგმელად მზადა არის, აღინიშნა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

„საქართველოსთან პარტნიორობის აუცილებლობას ხაზი გაუსვა ირანულმა მხარემაც. საინვესტიციო კომპანიის საქმიანობის ადგილზე გასაცნობად სტუმრებმა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ირანში მიიწვიეს“, — წერია განცხადებაში.

საქართველოში საინვესტიციო კომპანიის ინტერესის სფეროს წარმოადგენს როგორც ენერგეტიკული სექტორი, ისე ტრანსპორტი და სამშენებლო ინდუსტრია, კომუნიკაციები და ინფრასტრუქტურა.

ფინანსთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ირანული საინვესტიციო კომპანია საქართველოში გამართული შეხვედრების შემდეგ უახლოეს მომავალში მიიღებს გადაწყვეტილებას და შეარჩევს ინვესტირებისთვის საინტერესო პროექტებს.

 

 


ყველა ახალი ამბავი
0