ბათუმში აშშ–ში 11 სექტემბრის ტერაქტისადმი მიძღვნილი კონცერტი ჩატარდება

© photo: Sputnik / Besik Pipiaბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონცერტი, რომელზეც ამერიკელი კომპოზიტორების ნაწარმოებები აჟღერდება, ჩატარდება დევიზით Stop Terror!

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. სალონურ კონცერტს ბათუმში, რომელიც აშშ–ში 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარ ტერაქტს ეძღვნება, ცნობილი ქართველი ჯაზ–მომღერალი მაია ბარათაშვილი გამართავს.  

მომღერალი  ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრთან არსებულ „არტ კაფეში“ პარასკევს, 11 სექტემბრის საღამოს წარსდგება მსმენელის წინაშე. ბარათაშვილთან ერთად კონცერტში მონაწილეობას მიიღებს მუსიკოსი, პიანისტი და კომპოზიტორი ზაზა მარჯანიშვილი. 

კონცერტი, რომელზეც ამერიკელი კომპოზიტორების  ნაწარმოებები აჟღერდება, ჩატარდება დევიზით "Stop Terror!"

„კარგი მუსიკის გარდა, საუბრის საშუალებაც გვექნება. ბევრ საინტერესო ამბავს მოისმენთ ჩემი და ზაზას ამერიკული გამოცდილებიდან…“, — წერს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მომღერალი. 

მუსიკალური საღამო 20:00 საათზე დაიწყება. ბილეთები მუსიკლალური ცენტრის სალაროებში იყიდება. 


ყველა ახალი ამბავი
0