რუსულმა რაკეტმზიდმა „საიუზ ეს–ტემ“ პარასკევს ორბიტაზე „გალილეოს“ კოსმოსური აპარატები გაიყვანა. იხილეთ სტარტის კადრები საფრანგეთის გვიანაში მდებარე კოსმოდრომ კურუდან.
სანავიგაციო სისტემის ორი ევროპული თანამგზავრით აღჭურვილმა რუსულმა რაკეტმზიდმა „საიუზ ეს–ტემ“ სტარტი პარასკევს ღამით აიღო. მოსკოვის დროით 08.56 საათზე ორი ევროპული კოსმოსური აპარატი მიზნობრივ ორბიტაზე საშტატო რეჟიმში ჩაეხსნა ამაჩქარებელ ბლოკს, იუწყება „როსკოსმოსის“ ვებგვერდი.
ეს თანამგზავრები რიგით მეცხრე და მეათე იქნება მათ შორის, რომლებიც პროექტ „გალილეოს“ ფარგლებშია გაყვანილი ორბიტაზე.
სანავიგაციო პროექტ „გალილეოს“ საერთო ღირებულება დაახლოებით 7 მლრდ ევროა. თითოეული თანამგზავრი დაახლოებით 40 მლნ ევრო ღირს. რუსული „საიუზ ეს–ტეს“ გაშვება საფრანგეთის გვიანაში მდებარე კურუს კოსმოდრომიდან 65–70 მლნ ევრო ჯდება.
გეგმის მიხედვით, 2020 წლისთვის ორბიტაზე „გალილეოს“ 30 თანამგზავრი უნდა იყოს გაყვანილი. „გალილეოს“ შემქმნელები აცხადებენ, რომ მათი სისტემა ბევრად ზუსტი იქნება, ვიდრე „ჯი–პი–ესი“ და ევროპელებს ამერიკულ „ჯი–პი–ესზე“, რუსულ „გლონასსა“ და პერსპექტიოულ ჩინურ „კომპასზე“ დამოკიდებულებისგან გაათავისუფლებს. სისტემის ექსპლუატაციაში მიღება თავდაპირველად 2008 წლისთვის იგეგმებოდა.