სახელმწიფო გრანტის გარეშე დარჩენილ სტუდენტებს დაეხმარება

© photo: Sputnik / Ruhkyan / გადასვლა მედიაბანკშითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტუდენტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ აღნიშნულ მოთხოვნებს და სურვილი აქვთ დაიწყონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობა, შეუძლიათ მიმართონ ფაკულტეტის ან სასწავლებლის ადმინისტრაციას.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სოციალური პროექტის განხორციელებას იწყებს, რომელიც იმ სტუდენტების ხელშეწყობას ითვალისწინებს, რომელთაც ვერ მოიპოვეს სახელმწიფო გრანტი და თავად უწევთ საკუთარი განათლების დაფინანსება.

 ბაკალავრიატის საფეხურის დასრულებამდე სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისი ტრენინგებისა და ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ დასაქმდნენ დროებით სამუშაოებზე მაგალითად — გამოსაშვები გამოცდების მეთვალყურეობა, არაკონფიდენციალური მონაცემების დამუშავება და ა.შ.

 პირველ ეტაპზე პროექტში რამდენიმე სახელმწიფო სასწავლებლის — თსუ, სტუ, ილიაუნი, სამხატვრო აკადემია, კონსერვატორია, ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას. ცენტრმა სასწავლებლებს უკვე მიმართა თხოვნით, რომ 20 სექტემბრამდე მიაწოდონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ამ სტუდენტების სია და გაუწიონ მათ შესაბამისი რეკომენდაცია.

 „ხშირად ახალგაზრდები საკმაოდ მძიმე სამუშაო გრაფიკსაც თანხმდებიან ხოლმე, რაც პრაქტიკულად აღარ უტოვებს მათ სწავლისათვის საჭირო დროს. ცენტრი ასეთ სტუდენტებს თანამშრომლობას სთავაზობს“, — ნათქვამია ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 სტუდენტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ აღნიშნულ მოთხოვნებს და სურვილი აქვთ დაიწყონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობა, შეუძლიათ მიმართონ ფაკულტეტის ან სასწავლებლის ადმინისტრაციას.


ყველა ახალი ამბავი
0