თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. ამერიკაში, ლას- ვეგასში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ვერ შეძლო 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვება.
ერთადერთი ბრინჯაოდს მედალი ლაშა გობაძემ (-80კგ.) აიღო, თუმცა ოლიმპიადებზე ამ წონით კატეგორიაში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში შეჯიბრი არ ტარდება.
ქართველ სპორტსმენთათვის ლიცენზიის ვადამდელი მოპოვების ბოლო იმედი მათე სოფაძე იყო (-85კგ), მაგრამ დაიწყო რა მოგებით, სამხრეთ აფრიკელ დენ ვან ზილთან — 9:0, სოფაძემ 1/16 ფინალი უნგრელ ვიქტორ ლორინცთან წააგო — 1:2.
ამრიგად, ბერძნულ-რომაული სტილით ქართველ მოჭიდავეებს მოუწევთ მონაწილეობა მიიღონ დამატებით ტურნირებში, სადაც გათამაშდება ლიცენზიები რიო-დე-ჟანეიროს თამაშებისათვის.
ხუთშაბათს, მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შეჯიბრი დაიწყება. მედლების ერთი კომპლექტი 65 კგ. — მდე წონით კატეგორიაში გათამაშდება. საქართველოს ნაკრებს ავთანდილ კენჭაძე წარადგენს, რომლის პირველი მოწინააღმდეგე ყირგიზი ულუკმან მამატოვი იქნება.