თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. ოთხი წლის დაკარგული ბავშვი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მცხეთაში, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე იპოვნეს და მშობლებს დაუბრუნეს, იტყობინება საქართველოს შსს-ს პრესსამსახური ხუთშაბათს, 10 სექტემბერს.
სამშაბათს, 8 სექტემბერს ოპერატიული დახმარების ცენტრ „112“-ს მშობლებმა ბავშვის დაკარგვის შესახებ აცნობეს. ბავშვს მდინარე არაგვსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ეძებდნენ. საბოლოოდ ბავშვი ავტომაგისტრალზე იპოვნეს, როცა ის გზის გადაკვეთას აპირებდა.
შსს-ს მონაცემებით, ბავშვი არ დაზარალებულა და თავს ნორმალურად გრძნობს.