თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების თავდამსხმელი თორნიკე შენგელია ევროპის ჩემპიონატის 10 საუკეთესო სნაიპერს შორის მოხვდა და ამ სიაში მეშვიდე ადგილი დაიკავა.
შენგელიას საშუალო მაჩვენებელი 4 ჩატარებულ მატჩში 18 ქულაა. თავდამსხმელისათვის ყველაზე შედეგიანი სლოვენიასთან გამართული მატჩი იყო, როცა მან 21 ქულა დააგროვა.
ბომბარდირთა სიას ესპანეთის ნაკრების ლიდერი პო გაზოლი უდგას სათავეში, საშუალო მაჩვენებლით 23 ქულა თამაშში. შედეგში მოდიან იტალიელი დანილო გალინარი (22.8) და დენის შრიოდერი (19.8), რომელიც გერმანიის ნაკრებში თამაშობს.