თბილისის მერია წყალდიდობით დაზარალებულთათვის ზარალის ანაზღაურებას განაგრძობს

თბილისის მერია განაგრძობს წყალდიდობით დაზარალებულთათვის ზარალის ანაზღაურებას
თბილისის მერია განაგრძობს წყალდიდობით დაზარალებულთათვის ზარალის ანაზღაურებას - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაზარალებულ 35 ოჯახს მერიამ 9 460 399 ლარი გადაურიცხა, აქედან, 21-მა ოჯახმა ბინა უკვე შეიძინა.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები,რომელთა სახლები რეაბილიტაციას ექვემდებარება, თბილისის მერიაში ხარჯთაღრიცხვის წარადგენის შემდეგ, მიყენებული ზიანის სანაცვლოდ, დედაქალაქის მთავრობისაგან შესაბამის თანხებს მიიღებენ, ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ ხუთშაბათს, 10 სექტემბერს, მერიაში წყალდიდობით დაზარალებულებთან შეხვედრაზე განაცხადა.

 14 ივნისის ღამეს თბილისში დამანგრეველი წყალდიდობა მოხდა. ნაპირებიდან გადმოსულმა მდინარე ვერემ დატბორა საცხოვრებელი სახლები, ძაღლების თავშესაფარი და ზოოპარკი, დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, 19 ადამიანი დაიღუპა და 300 საცხოვრებლის გარეშე დარჩა. დედაქალაქისათვის მოყენებულმა ზარალმა 90 მილიონი დოლარი შეადგინა. 

 „სვანიძის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის ის ნაწილი, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც პირველ კატეგორიას განეკუთვნა თითქმის სრულად დავაკმაყოფილეთ. ამასთან, მიმდინარეობს გარკვეული სამართლებრივი პროცედურები დახმარების გარეშე დარჩენილი ოჯახების დასაფინანსებლად. მოსახლეობის იმ ნაწილს კი, რომლებიც მეორე კატეგორიაში მოხვდნენ და რომელთა სახოვრებლებიც რეაბილიტაციას ექვემდებარება, შესაბამისი დაფინანსება ხარჯთაღირცხვების წარმოდგენის შემდეგ ჩაერიცხება“, — განაცხადა ვიცე-მერმა, ლაშა აბაშიძემ.

 ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაზარალებულ 35 ოჯახს მერიამ 9 460 399 ლარი გადაურიცხა, აქედან, 21-მა ოჯახმა ბინა უკვე შეიძინა.

 

ყველა ახალი ამბავი
0